logo_geo
eng_logo
ზაზა პაპუაშვილი: საბედნიეროდ დასრულდა სისხლის მსმელების და მუტანტების მთავრობა!
- +

23 მარტი. 2018. 00:43



საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზაზა პაპუაშვილმა გადაცემა „რეაქციაში" განაცხადა, რომ სისხლის მსმელების და მუტანტების მთავრობა დასრულდა.


„მე ახლა ვუსმენდი მაგ ყმაწვილის, გიგა ბოკერიას გამოსვლას. იცით, რა როდესაც თავიდანვე ვთქვით, რომ აღარ უნდა იყოს ანგარიშსწორება და სისხლისღვრა, რასაკვირველია ყველა ნორმალური ადამიანი ამას ვემხრობით. საბედნიეროდ დასრულდა სისხლის მსმელების და მუტანტების მთავრობა, მაგრამ რასაკვირველია არავის უნდოდა გაგრძელებები და ამას მოჰყოლოდა რაღაც ამბავი, მაგრამ ამ პოლიტიკამ, რომ მოდი მშვიდად ვიყოთ და მათ სახე შევუნარჩუნოთ კრახი განიცადა", - განაცხადა ზაზა პაპუაშვილმა.


 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner