logo_geo
eng_logo
დონალდ ტრამპმა ჩინეთთან ვაჭრობაზე შეზღუდვები დააწესა
- +

23 მარტი. 2018. 01:33



Euronews-ის ინფორმაციით, დონალდ ტრამპმა ჩინეთის წინააღმდეგ კომლექსური სავაჭრო ზომების მიღების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა.


თეთრი სახლის ლიდერის განმარტებით, მან პეკინისგან 100 მილიარდი დოლარით სავაჭრო დეფიციტის „დაუყოვნებლივ" შემცირება მოითხოვა. ტრამპი ორმხრივ ვაჭრობაში მთავარ პრობლემად სწორედ მუდმივად მზარდ დეფიციტს მიიჩნევს.


ზომებს შორისა ტარიფების დაწესება მთელ რიგ ჩინურ საქონელზე, რომელთა საერთო ბრუნვა 60 მილიარდი დოლარია. აგრეთვე შეზღუდვები დაწესდება ჩინურ ინვესტიციებზე.


აშშ-ის პრეზიდენტმა თავის სავაჭრო წარმომადგენელს რობელრტ ლაითჰაიზერს ჩინური საქონელის სიის შედგენა დაავალა, რომლებზეც ტარიფები დაწესდება.


მანამდე კი ცნობილი გახდა, რომ აშშ ევროკავშირს ლითონის ტარიფისგან დროებით გაათავისუფლებს.


 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner