logo_geo
eng_logo
„ბედნიერია, მაგრამ სადღაც მაინც არის შიში“ - გიორგი მახარაძემ უმძიმესი სენი დაამარცხა!
- +

23 მარტი. 2018. 03:01



მსახიობმა გიორგი მახარაძემ უმძიმესი სენი დაამარცხა. მას რამდენიმე თვის წინ სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს, თუმცა, ქიმიოთერაპიის ორი კურსის და სწორი მკურნალობის დახმარებით, ავადმყოფობა დაამარცხა.


გიორგის დედა, თეო ჩივაძე ჟურნალ „სარკეს" იმ რთულ პერიოდზე ესაუბრა, როცა გიორგი სიმსივნეს ებრძოდა. მისი თქმით, ქიმიოთერაპიის კურსის მიმდინარეობისას, გიორგის ძალიან გაუჭირდა.


„ქიმიის ორი კურსი ჩავიტარეთ. მადლობა გიორგის მკურნალ ექიმს, ალექსანდრე თავართქილაძეს. ამის შემდეგ ექიმმა თურქეთში დაგვიბარა. პირველ დღეს კი შეგვაშინა ექიმმა, ანალიზებში პატარა ცვლილებააო, მაგრამ პეტით გადამოწმდა ყველაფერი. ის დღე იყო ყველაზე რთული და კიდევ ერთი დარტყმა, მაგრამ ღვთის წყალობით, ყველაფერი წესრიგშია. ექიმმა 3 თვეში დაგვიბარა. ახლა სულ უნდა ვაკონტროლოთ.

 

ძალიან გახარებულები ვართ, ამოვისუნთქე. გიორგი ხომ არ იმჩნევდა, მაგრამ ექიმიდან რომ გამოვედით, ისე უბრჭყვიალებდა თვალები... ჩავეხუტეთ ერთმანეთს.

 

მეგონა, უფრო მეტად გაუჭირდებოდა. ვფიქრობდი, მორჩა, დავიღუპე-მეთქი. ექიმებმა გვითხრეს, ისეთი სქემა გვაქვს შედგენილი, თმა არ გასცვივდებაო. არ ელოდა, ხელში რომ შერჩა თმა, ეს მისთვის დიდი შოკი იყო.

 

ახლა ცოტა აჟიტირებულია. კანში ვერ ეტევა, ამბობს ესეც უნდა გავაკეთო, ისიც უნდა გავაკეთოო. ბედნიერია, სადღაც მაინც არის შიში, ისე ვერ ვიტყვი, რომ დამთავრდა ეს ყველაფერი. ალბათ რაღაცები არის წინ, მაგრამ მთავარია, გადავლახეთ კარგი შედეგით", - ამბობს მსახიობის დედა.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner