logo_geo
eng_logo
მამუკა ვასაძე: ზურაბ ჟვანიას ცხედრის ექსჰუმაცია ჯერ არ მომხდარა, ამის საჭიროება გამოძიების პროცესში გამოჩნდება
- +

23 მარტი. 2018. 11:24


 

„დადგება თუ არა ექს-პრემიერ ზურაბ ჟვანიას ცხედრის ექსჰუმაციის საჭიროება, გამოძიების პროცესში გამოჩნდება", - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს" მთავარი პროკურორის პირველმა მოადგილე მამუკა ვასაძემ განუცხადა.


როგორც მან აღნიშნა, საქმეზე გამოძიება კვლავ მიმდინარეობს და ტარდება არაერთი მოქმედება, რომლის დაკონკრეტებისგან მამუკა ვასაძე თავს იკავებს.


„ზურაბ ჟვანიას საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს. ცხედრის ექსჰუმაცია არ მომხდარა. სხვა დეტალებთან დაკავშირებით ამ ეტაპზე ვერ გაგცემთ პასუხს. მრავალი საგამოძიებო მოქმედება იგეგმება და კონკრეტიკისგან თავს შევიკავებ. ექსჰუმაციის საჭიროება დადგება თუ არა, გამოძიების მიმდინარეობის პროცესში გამოჩნდება. თუ ჩატარდება ექსჰუმაცია, ამის შესახებ აუცილებლად ვაცნობებთ საზოგადოებას. ფარულად ექსჰუმაციის ჩატარება შეუძლებელია", - განაცხადა ვასაძემ.


კითხვაზე, ხომ არ შევიდა ამ საქმეზე გამოძიება ჩიხში, მთავარი პროკურორის პირველმა მოადგილემ განაცხადა, რომ ვიდრე გამოძიება მიმდინარეობს, ამაზე საუბარი შეუძლებელია.


„გამოძიება ისეთი პროცესია, რომ ჩიხში შესვლა-არშესვლის საკითხებზე დასკვნის გაკეთება შეუძლებელია, სანამ გამოძიება მიმდინარეობს. გამოძიებას თავისი ხანდაზმულობის ვადები აქვს, რომელიც არა რაღაც კონკრეტული, არამედ გონივრული ვადითაა განსაზღვრული", - განაცხადა მამუკა ვასაძემ.


ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმეზე ხელახალი გამოძიება 2012 წელს ხელისუფლების შეცვლის შემდეგ დაიწყო. პროკურატურამ აღნიშნულ საქმეზე რამდენიმე პირი პასუხისგებაშიც მისცა, მათ შორის იყვნენ ექს-პრემიერის დაცვის ყოფილი უფროსი.




 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner