„ყველა შესაბამის უწყებასთან ვთანამშრომლობთ, რათა ყველა დამნაშავე ჩამოვიდეს და პასუხი აგოს ქართული მართლმსაჯულების წინაშე", - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს" მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი გოგაძემ, მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების მოთხოვნით მიმართვაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, საქართველოს პროკურატურა ცდილობს ყველა დამნაშავემ ქართული მართლმსაჯულების წინაშე პასუხი აგოს.
„ჩვენ ვთანამშრომლობთ ყველა შესაბამის უწყებასთან და ვცდილობთ ყველა დამნაშავე, იქნება მსჯავრდებული თუ ბრალდებულის სტატუსის მქონე, საქართველოში ჩამოვიდეს და აგოს პასუხი კანონით გათვალისწინებული წესით. საქართველოს პროკურატურა ყველა საგამოძიებო მოქმედებას ატარებს და ყველა მხარესთან ვთანამშრომლობთ, რათა ყველა დამნაშავე ჩამოვიდეს და პასუხი აგოს ქართული მართლმსაჯულების წინაშე", - განაცხადა გიორგი გოგაძემ.