logo_geo
eng_logo
„სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი საქართველოს ორი მოქალაქის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
- +

23 მარტი. 2018. 12:14



„სამხრეთ ოსეთის" დე ფაქტო სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი საქართველოს ორი მოქალაქის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.


„22 მარტს სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის საქართველოსთან სახელმწიფო საზღვარის მონაკვეთზე, აძვისთავის დასახლებულ პუნქტთან, სახელმწიფო საზღვრის რეჟიმის დარღვევისთვის მესაზღვრეებმა საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს. ესენი არიან: 1991 წელს დაბადებული დავით გერკეული და 1977 წელს დაბადებული ივანე გუნდიაშვილი, ახალსოფელისა და აძვის მკვიდრები. აღნიშნული მომენტისთვის სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სასაზღვრო სამსახური საქმის გარკვევას ახდენს, განიხილება საქმის მასალების სასამართლოში გადაცემის საკითხი", - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner