ნადეჟდა სავჩენკოს ადვოკატის ილია ნოვიკოვის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინელმა დიპლომატებმა ნადეჟდა სავჩენკოს და ვერა სავჩენკო, რომელიც მანამდე რუსეთის მთავრობის წარმომადგენლებს ჰყავდათ დაკავებული, ჩერტკოვოს საკონტროლო-გამშვები პუნქტიდან წაიყვანეს და როსტოვისკენ გაემგზავრნენ.
„კონსულებმა ვერა სავჩენკო ჩერტკოვოს საკონტროლო-გამშვები პუნქტიდან წაიყვანეს. ისინი როსტოვში მიდიან. დანარჩენი ხვალ", - წერს ილია ნოვიკოვი „ტვიტერის" საკუთარ გვერდზე.
ავტომობილი დიპოლომატიური ნომრებით, რომელშიც ვერა სავჩენკო იჯდა, რუსეთ-უკრაინის საზღვარზე გუშინ გააჩერეს. ნოვიკოვის თქმით, ვერა სავჩენკოს დაკავების მიზეზი, როგორც ამბობენ, გახდა ის, რომ იგი „ჩეჩენი მოსამართლის შეურაცხყოფისთვის იძებნება".