logo_geo
eng_logo
აზერბაიჯანული მხარე მთიან ყარაბაღში მსხვერპლის შესახებ იტყობინება
- +

28 აპრილი. 2016. 11:26


აზერბაიჯანული მხარე მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში გამყოფ ხაზთან სომხეთის შეიარაღებული ძალების მხრიდან ცეცხლის გახსნის შედეგად ერთი დაღუპულის შესახებ იტყობინება.



სააგენტო „ტრენდის" ინფორმაციით, გარდაცვლილი აგდამის რაიონის სოფელ ჩემენლის მცხოვრები ფამილ მუსტაფაევია. მამაკაცი საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა. ამას გარდა, აზერბაიჯანული მხარის განცხადებით, დაშავებულია შვიდი მშვიდობიანი მცხოვრები, მათგან ორის მდგომარეობა მძიმეა.



მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტაზე სომხეთი და აზერბაიჯანი 5 აპრილს შეთანხმდნენ, თუმცა მხარეები ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევაში ერთმანეთს სისტემატურად ადანაშაულებენ.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner