„ქართული მარშის" ექვსივე წევრის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლომ პატიმრობა გამოიყენა. მოსამართლე დავით კურტანიძემ გიორგი ონიანს, ლუკა ნაცვლიშვილს, მიხეილ ამისულაშვილს, ლადო სადღობელაშვილს, ირაკლი დოლენჯაშვილს და ბექა რევაზიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა განუსაზღვრა.
მოსამართლის გადაწყვეტილებას სხდომათა დარბაზში ხმაური მოჰყვა. „ქართული მარშის" წევრებმა მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება გააპროტესტეს.
ექვსივე ბრალდებული პირი მანდატურის სამსახურმა სხდომათა დარბაზიდანვე გადაიყვანა შესაბამის დაწესებულებაში.