logo_geo
eng_logo
სოფელ აძვის ორი მცხოვრები ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. იზოლატორიდან გაათავისუფლეს
- +

23 მარტი. 2018. 18:11



რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული სოფელ აძვის მცხოვრებლები დავით გერკეული და ივანე გუნდიშვილი ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. იზოლატორიდან გაათავისუფლეს.


არსებული ინფორმაციით, გერკეულისა და გუნდიაშვილის გათავისუფლების სანაცვლოდ, ჯარიმაც გადაიხადეს.


მათი გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია პირველ არხს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს.


რუსმა ოკუპანტებმა სოფელ აძვის ორი მკვიდრი გუშინ გაიტაცეს.




 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner