თბილისის მერია იტალიური ფიჭვის Pinus pinea-სა და უნგრული ცაცხვის TIlia tomentosa ნერგებს ყიდულობს. როგორც სატენდერო დოკუმენტაციიდან ირკვევა, ნერგები სხვადასხვა ტერიტორიებზე დაირგვება. მიმწოდებელს დეტალურად გაწერილი კრიტერიუმების დაკმაყოფილება მოუწევს. მათ შორის, „ნერგი მიწოდებულ უნდა იქნას კონტეინერით (ქოთნით). ფესვთა სისტემა განვითარებული უნდა იყოს ისე, რომ მცენარის ამოღებისას კომი არ იშლებოდეს და უნდა იყოს თავგადაუჭრელი. ნერგი გამოზრდილი უნდა იყოს სანერგეში და მთავარი ღერო უნდა იყოს სწორი ფორმის", - ნათქვამია სატენდერო დოკუმენტაციაში.
მიმწოდებელი ვალდებულია განახორციელოს ნერგების სისტემატიური მონიტორინგი და დაზიანების ან მოპარვის შემთხვევაში დაუყონებლივ წერილობით აცნობოს მერიის შესაბამის სამსახურს. ნერგების გახმობის ან/და დაზიანების შემთხვევაში კომპანია თავისი ხარჯებით დაუყოვნებლივ უზრუნველყოს ანალოგიური ნერგებით ჩანაცვლებას.
მერიას იტალიური ფიჭვები 35 ათასამდე ლარი დაუჯდება. ხოლო უნგრულ ცაცხვებში 44 ათასამდე ლარს დახარჯავს.