logo_geo
eng_logo
დონალდ ტუსკი: მომდევნო კვირას ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ ახალ ზომებს მიიღებს
- +

23 მარტი. 2018. 19:14




ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის დონალდ ტუსკის განცხადებით,  ევროკავშირი მომავალ კვირას, ორმაგი აგენტის სერგეი სკრიპალის მოწამვლის გამო, რუსეთის წინააღმდეგ დამატებით ზომებს მიიღებს.

 

„ჩვენი მიზანია, რომ ვიყოთ უფრო ერთიანები და ჩვენ ეს გამოგვივიდა", - განაცხადა დონალდ ტუსკმა.


მანამდე განცხადება ლიტვის პრეზიდენტმა გააკეთა. დალია გრიბაუსკაიტეს თქმით, რუს ოფიცრებს, რომლებიც დიპლომატიურ სტატუსს არიან ამოფარებული, ლიტვა ქვეყნიდან გააძევებს.


დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ტერეზა მეის გადაწყვეტილებით, ბრიტანეთიდან 23 რუსი დიპლომატი გააძევეს. ლონდონი მოსკოვს ორმაგი აგენტის, სერგეი სკრიპალის მოწამვლაში ადანაშაულებს.






 

right_banner right_banner
არქივი
right_banner