logo_geo
eng_logo
ირაკლი ლექვინაძე: ორი დღის მანძილზე მიმდინარეობს შოუ!
- +

28 აპრილი. 2016. 11:42


თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძემ გადაცემა „20/30"-ში სტუმრობისას განაცხადა, რომ ორი დღის მანძილზე მიმდინარეობს შოუ, რომლის მიზანი პოლიტიკური კამპანიის წარმოებაა. მისი თქმით, არჩევნების მოახლოებასთან ერთად, მსგავს პროვოკაციებს უნდა ველოდოთ.



გუნდი, რომელიც თბილისისა და ბათუმის ბოტანიკური ბაღების ტერიტორიების გასხვისებას გეგმავდა, სტადიონებს ყიდდა, პარკებში სასტუმროების მშენებლობის ნებართვას გასცემდა და საბავშვო ბაღებს კერძო კომპანიებზე ყიდდა, დღეს მწვანე საფარის დაცვაზე საუბრობს", - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.



მისი თქმით, მიღებული გადაწყვეტილება ბოტანიკური ბაღისთვის სასარგებლოა და იმ ტერიტორიაზე, რომელიც ბაღს გადაეცა, კომპანია „ფინსერვის XXI"-მა 3 მილიონამდე თანხა დახარჯა.



ბოტანიკური ბაღი არავის მიუერთებია, ის ვითარდება. ბაღის დირექტორატის მიზანი სამეცნიერო პოტენციალის განვითარება და ბოტანიკური ბაღის ცნობადობის გაზრდაა. ნაციონალური მოძრაობა" აცხადებდა, რომ კონკრეტულმა კომპანიამ ბაღის ტერიტორია მიითვისა. რეალურად კი, ბოტანიკურის ტერიტორია უცვლელი დარჩა და მხოლოდ საზღვრის კორექტირება, 2 თანაბარზომიერი ტერიტორიის ჩანაცვლება მოხდა", - განაცხადა თბილისის მერის მოადგილემ.



ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, ჩანაცვლებული ტერიტორიები კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მიღმა იმყოფება. ზონა მხოლოდ იმ ტერიტორიას შეეცვალა, რომელიც ბოტანიკური ბაღის საზღვრებს მიღმაა და აუქციონზე ბოტანიკურის გარეთ არსებული 29 ჰექტარი ტერიტორიაა გამოტანილი, რომელზეც ზონის ცვლილება განხორციელდა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner