logo_geo
eng_logo
ირაკლი შოთაძე: არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით გამოძიება მაქსიმალურად სწრაფად ჩატარდება!
- +

23 მარტი. 2018. 20:58


 

„არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით გამოძიება მაქსიმალურად სწრაფად ჩატარდება და მის შესახებ ოჯახი ინფორმირებული იქნება", - ამის შესახებ საქართველოს მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ ჟურნალისტებს სოფელ წილკანში განუცხადა, სადაც ტატუნაშვილის ოჯახს მიუსამძიმრა.


„ეს არის უდიდესი ტრაგედია ჩვენი ქვეყნის და უდიდესი ტკივილი თითოეული ჩვენი მოქალაქის. რაც შეეხება გამოძიებას, შსს-ში მიმდინარეობს გამოძიება. ტარდება და ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება. დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა და რა თქმა უნდა გამოძიება წარიმართება მაქსიმალურად სწრაფად და ეფექტურად. რაც შეიძლება მალე უნდა გაირკვეს იმ პირების ვინაობა, ვინც შესაძლოა დანაშაული ჩაიდინა. შესაბამისად, ამის შესახებ საზოგადოებას მიეწოდება დეტალური ინფორმაცია. ოჯახი სრულად იქნება ინფორმირებული გამოძიების მიმდინარეობის შესახებ და ეს გამოძიება წარიმართება სრულიად გამჭვირვალედ", - აღნიშნა შოთაძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner