logo_geo
eng_logo
დე ფაქტო აფხაზეთის რესპუბლიკა: ლუკაშენკოს მიერ აფხაზეთის საქართველოს მხარედ მოხსენიება სამწუხაროა!
- +

23 მარტი. 2018. 22:25



დე ფაქტო აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს მიერ აფხაზეთის საქართველოს მხარედ მოხსენიება სამწუხაროა.


მათი განმარტებით, ლუკაშენკოსთვის ცნობილი უნდა იყოს, რომ რუსეთმა აფხაზეთის რესპუბლიკის სუვერენიტეტი 2008 წელს აღიარა. დე ფაქტო უწყების თქმით, აფხაზეთს ყოველწლიურად მილიონამდე ტურისტი სტუმრობს, მათ შორის, ბალარუსიის მოქალაქეები, რომლებისთვისაც უვიზო მიმოსვლა აქვთ დაწესებული.


„ამიტომაც ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ აფხაზეთი „რაღაც გაუგებრობად" იქცა არ შეიძლება გასაკვირი არ იყოს. რუსეთის მოკავშირე ქვეყნის ლიდერისთის მსგავსი განცხადებების გაჟღერება არ შეეფერება".


საქართველოში ვიზიტისას ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა, რომ მისთვის უსაყვარლეს მხარეში, აფხაზეთში ვეღარ ჩადის, რადგან ის "გაუგებრობად არის ქცეული".


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner