logo_geo
eng_logo
შსს: ფონიჭალაში დედა- შვილის მკვლელობაში ძარცვის მოტივი არ იკვეთება
- +

22 თებერვალი. 2016. 21:32



„ფონიჭალაში დედა-შვილის მკვლელობაში ძარცვის მოტივი არ იკვეთება", - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.


შსს არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვით ბინიდან, სადაც დედა-შვილი მკვდარი იპოვეს, ოქრო და თანხაა წაღებული.


როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, თანხა და ოქროულობა სახლში გამოსაჩენ ადგილას იყო განთავსებული და წაღებული არ არის. აქედან გამომდინარე, შსს-ში აცხადებენ, რომ გამოძიება ამ ეტაპზე ძარცვის მოტივს გამორიცხავს.


შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.


მოკლული ქალის მეუღლე ოთარ მამფორია და მეზობლები ამ დროისთვის დაკითხვაზე იმყოფებიან. როგორც "ინტერპრესნიუსს" ოჯახის ახლობელმა განუცხადა, მათი ინფორმაციით, ადგილი ჰქონდა ყაჩაღობას, რის შედეგადაც სახლიდან 7 000 ამერიკული დოლარი და დიდი ოდენობით ოქროა წაღებული. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები ამ დრომდე მუშაობენ.


ადგილობრივების განცხადებით, გარდაცვლილები არიან 35 წლის ნინა რომანაძე და მისი 3 წლის გოგონა. ნინა რომანაძე საცხოვრებელი ბინის მისაღებ ოთახში იპოვეს, ხოლო 3 წლის გოგონა საძინებელში დამწვარი ნახეს. 35 წლის ქალს ცივი იარაღით ყელის არეში ჭრილობები აქვს მიყენებული. მეზობლების ინფორმაციით, მათ ცხედრები დაახლოებით 13:00 საათზე მას შემდეგ აღმოაჩინეს, რაც ბინიდან გამომავალი კვამლი შენიშნეს.


 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner