logo_geo
eng_logo
საყოველთაო აღწერის მონაცემებით, საქართველოში მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 713 804 კაცი შეადგინა
- +

28 აპრილი. 2016. 12:04


2014 წლის საყოველთაო აღწერის საბოლოო მონაცემებით, საქართველოში მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 713 804 კაცი შეადგინა, რაც 2002 წლის აღწერის შედეგთან ( 4 371 535) შედარებით, 15 პროცენტით ( 657 731 კაცი) ნაკლებია.



2014 წლის აღწერის შედეგების მიხედვით,  ქალაქის მოსახლეობამ შეადგინა 2 122 623 კაცი, ხოლო სოფლის მოსახლეობამ 1 591 181 კაცი.



ამასთან, შემცირება ძირითადად, სოფლის მოსახლეობაზე მოდის -  სასოფლო დასახლებებში მოსახლეობის კლებამ 23,7 პროცენტი, ხოლო ქალაქის მოსახლეობის კლებამ 7,1 შეადგინა.


წინა აღწერებთან შედარებით, მნიშვნელოვნად შეიცვალა ქალაქისა და სოფლის სტრუქტურაც: ქალაქის მოსახლეობის წილი მთლიან მოსახლეობაში 4,9 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 57,2 პროცენტს გაუტოლდა.



მოსახლeoბის 2014 წლის საყოველთაო აღწერა 5 ნოემბრიდან 19 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში ჩატარდა.



აღწერამ მოიცვა ქვეყნის მთელი ტერიტორიის 82% - 57 ათასი კვადრატული მეტრი. აღწერა ვერ ჩატარდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე.


აღწერა ჩატარდა ქვეყნის დასახლებების 79%-ში. მოიცვა 71 თვითმმართველი ერთეული და 3726 დასახლება. აღწერა ვერ ჩატარდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ 1015 დასახლებაში.



მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერის ძირითად შედეგებს საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში „საქსტატის" აღმასრულებელი დირექტორი მერი დაუშვილი წარადგენს.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner