„ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ჭითაწყარის სასაფლაოს პანთეონის სტატუსი მიენიჭება", - ამის შესახებ საკრებულოს თავმჯდომარემ მამუკა წოწერიამ სხდომაზე განაცხადა.
„ამით ჩვენი თანაქალაქელები პატივს მიაგებენ მის მიერ განვლილ ცხოვრებას, მუნიციპალიტეტის და ქვეყნის წინაშე. აქედან გამომდინარე, შემუშავებულია წესი, რომელიც გადაგზავნილია სამართლებრივ ექსპერტიზაზე. ჩვენ ჩამოვყალიბდებით იმ კრიტერიუმებზე, ვის შეიძლება ერგოს პატივად პანთეონში დაკრძალვა", - აღნიშნა მან.
საკრებულოს თავმჯდომარის განცხადებით, პანთეონი ჭითაწყარის მე-4 სასაფლაოს ნაწილზე, 2 ათას კვადრატულ მეტრზე მოეწყობა.