logo_geo
eng_logo
სერგი გვარჯალაძე: ვერ მივესალმები, რომ ღამის ცხოვრება ნარკოტიკების პლატფორმა გახდეს!
- +

24 მარტი. 2018. 03:35


 

„ღამის ბიზნესი უნდა დავარწმუნოთ, რომ მას გარკვეული ორგანიზაცია სჭირდება, რომელიც სახელმწიფოსთან და მოსახლეობასთან კოორდინაციაში იქნება, ჩემი როლი კი ადვოკატირება იქნება", - ამის შესახებ დედაქალაქის ღამის ეკონომიკის განვითარების პროექტის ხელმძღვანელმა სერგი გვარჯალაძემ გადაცემა „კვირის ინტერვიუში" სტუმრობისას განაცხადა.


„ფაქტობრივად, ჩვენ ყველაფრის ნულიდან დაწყება მოგვიწევს. ამ ეტაპზე, შეხვედრებს ვმართავ დაინტერესებულ მხარეებთან და ის ადამიანები, რომლებიც მიხვდნენ, რაზე ვსაუბრობთ, უკვე კონტაქტში არიან.

 

საერთოდ, ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციას და დეკრიმინალიზაციას მხარს მე, თქვენ და მთელი საქართველო უჭერს, მაგრამ როცა ნარკოპოლიტიკაზე ვსაუბრობთ, იმაზე უნდა ვიფიქროთ, ალტერნატივა რა არის. ვფიქრობ, ახალგაზრდებს ალტერნატივები უნდა შევთავაზოთ, არა მხოლოდ ღამის, არამედ დღის პერიოდშიც", - განაცხადა სერგი გვარჯალაძემ.


როგორც სერგი გვარჯალაძემ აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ დეკრიმინალიზაცია აუცილებლად უნდა მოხდეს, იმას ვერ მიესალმება, რომ ღამის ცხოვრება ნარკოტიკების პლატფორმა გახდეს.


„პირიქით, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მოსახლეობა ჯანმრთელი, ბედნიერი იყოს. ამისთვის ადამიანებს კვირის განმავლობაში ბევრი შრომა და პარასკევიდან კარგი დასვენება სჭირდებათ.

 

 

ელექტრონული, საკლუბო სცენის, ინდუსტრიის წარმომადგენლები ხშირად ამბობენ, რომ ამ ეტაპზე დახმარება აღარ სჭირდებათ და უნდათ, მათი გამოცდილება ქვეყანამ გამოიყენოს. ამ პერსპექტივას ჩვენც ვხედავთ და აქცენტი უფრო კულტურულ ცხოვრებაზე გვინდა გადავიტანოთ", - განაცხადა სერგი გვარჯალაძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner