logo_geo
eng_logo
საქართველოს მოსახლეობის 86,8%-ს ქართველები შეადგენენ
- +

28 აპრილი. 2016. 12:15


სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერის შედეგების თანახმად, საქართველოს მოსახლეობის 86,8%-ს ქართველები შეადგენენ, 6,3%-ს - აზერბაიჯანელები, ხოლო 4,5%-ი სომეხი ეროვნების მოსახლეობაა.


საყოველთაო აღწერის მიხედვით, ქვეყანაში მცხოვრები რაოდენობრივად პირველი ყველაზე მრავალრიცხოვანი 10 ეროვნება მთლიანი მოსახლეობის 99,6%-ს წარმოადგენს.



საქართველოს მოსახლეობის რაოდენობის განაწილება 10 ყველაზე მრავალრიცხოვანი ეროვნების მიხედვით ასეთია: ქართველი - 3 224 600 ადამიანი; აზერბაიჯანელი- 233 000; სომეხი- 168 100; რუსი- 26 500; ოსი- 14 400; იეზიდი - 12 200; უკრაინელი - 6000; ქისტი- 5700; ბერძენი - 5500; ასირიელი - 2400; სხვა - 14 300. უარი პასუხზე განაცხადა 600-მა ადამიანმა. ეროვნება მითითებული არ არის 500 შემთხვევაში. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner