logo_geo
eng_logo
პეტრო პოროშენკო: სააკაშვილისა და სავჩენკოს მხილება სპეცსამსახურების სახელმძღვანელოებში შეტანას იმსახურებს
- +

24 მარტი. 2018. 15:55



უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს განცხადებით, სპეცსამსახურების მიერ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და უკრაინელი დეპუტატის ნადეჟდა სავჩენკოს მხილება „სპეცსამსახურების სახელმძღვანელოებში შეტანას იმსახურებს".


„ბოლო ორი თვის მანძილზე უკრაინის უშიშროების სამსახურმა ჩაატარა ორი მასშტაბური ოპერაცია, რომლებიც სპეცსამსახურების სახელმძღვანელოებში შეტანას იმსახურებს. მათ ჯერ ბრწყინვალედ გამოაშკარავეს და ლეგალურად დაამტკიცეს კავშირი „საპროტესტო ბანაკსა" და რუსეთში გაქცეულ პოლიტიკურ ემიგრაციას შორის. შემდეგ კი ოსტატურად ამხილეს მტრების ბუნაგი, რომელიც მასშტაბურ ტერაქტებს ამზადებდა", - განაცხადა პოროშენკომ.


მისივე თქმით, სააკაშვილი და სავჩენკო „მართვადი ქაოსის თეორიას" - რუსეთის ინტერესებიდან გამომდინარე უკრაინაში სახელმწიფო გადატრიალებას ამზადებდნენ.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner