კახეთში ავარიის დროს ოთხი ადამიანი მძიმედ დაშავდა.
არსებული ინფორმაციით, თელავი-ყვარელის დამაკავშირებელ გზაზე ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. შემთხვევის დროს მანქანაში მყოფებმა მძიმე დაზიანებები მიიღეს, მათ შორის ერთი 11 წლის მოზარდია.
დაშავებულები სასწრაფო-სამედიცინი დახმარების ჯგუფმა თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმის თქმით, პაციენტებს, დაზიანებები ძირითადად თავის არეში აქვთ მიღებული და ამ ეტაპზე პირველადი გამოკვლევა უტარდებათ.
მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.