logo_geo
eng_logo
ავტოსაგზაო შემთხვევა კახეთში - არიან დაშავებულები
- +

24 მარტი. 2018. 18:57



კახეთში ავარიის დროს ოთხი ადამიანი მძიმედ დაშავდა.


არსებული ინფორმაციით, თელავი-ყვარელის დამაკავშირებელ გზაზე ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. შემთხვევის დროს მანქანაში მყოფებმა მძიმე დაზიანებები მიიღეს, მათ შორის ერთი 11 წლის მოზარდია.


დაშავებულები სასწრაფო-სამედიცინი დახმარების ჯგუფმა თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმის თქმით, პაციენტებს, დაზიანებები ძირითადად თავის არეში აქვთ მიღებული და ამ ეტაპზე პირველადი გამოკვლევა უტარდებათ.


მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner