logo_geo
eng_logo
შსს-მ სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე 5 პირი დააკავა
- +

25 მარტი. 2018. 10:30


 

 

„შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, სასაზღვრო სექტორ „კირნათის" დასაცავ მონაკვეთზე, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს", - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.


„გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა, სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოს მიმართულებით, უკანონოდ გადმოკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი.

 

გამოძიება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის 1 ნაწილით.

 

გარდა ამისა, სასაზღვრო სექტორ „სარფის" დასაცავ მონაკვეთზე, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით, დაკავებულია სირიის მოქალაქე.

 

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული, სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთას თურქეთის რესპუბლიკის მიმართულებით ცდილობდა.

 

გამოძიება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ის 19-344-ე მუხლის 1 ნაწილით.

 

ასევე, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის სამმართველოს - „თბილისის აეროპორტის" თანამშრომლებმა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით, უზბეკეთის 1 და თურქეთის 2 მოქალაქე დააკავეს.

 

უზბეკეთის მოქალაქე საქართველოში შემოსვლას სხვისი პასპორტით ცდილობდა. გამოძიება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 19-344-ე მუხლის 1 ნაწილით.

 

რაც შეეხება თურქეთის 2 მოქალაქეს, ისინი ყალბი ბულგარული სამგზავრო პასპორტების გამოყენებით საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას ცდილობდნენ.

 

გამოძიება სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობისა და ყალბი დოკუმენტის გამოყენების ფაქტებზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 19-344-ე მუხლის 1 ნაწილით და 362-ე მუხლის 1 ნაწილით მიმდინარეობს", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner