logo_geo
eng_logo
ნადეჟდა სავჩენკომ შიმშილობა დაიწყო
- +

25 მარტი. 2018. 12:25



ნადეჟდა სავჩენკომ პროტესტის ნიშნად შიმშილობა გამოაცხადა. განცხადება რადას დეპუტატმა კიევის სასამართლოში გააკეთა, სადაც მისთვის აღმკვეთ ღონისძიებაზე მსჯელობენ.


„დღეიდან მე შიმშილობას ვიწყებ. უკრაინული ხელისუფლება რუსულ ხელისუფლებაზე არანაკლებ დანაშაულებრივია. მე გავივლი ამ გზას ისე, როგორც ის რუსეთში გავიარე. მართალ ადამიანს ვერ შეაშინებ", - განაცხადა სავჩენკომ.


შეგახსენებთ, რომ ნადეჟდა სავჩენკოს ბრალი სახელმწიფო გადატრიალების მიზნით შეთქმულებაში, სახელმწიფო გადატრიალების მომზადებაში, სახელმწიფო მოღვაწეების სიცოცხლის ხელყოფის მომზადებაში, უკრაინის პარლამენტის სასესიო დარბაზში ტერაქტების მომზადებაში, ტერორისტული საქმიანობის ხელშეწყობასა და იარაღის უკანონო მოხმარებაში ედება.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner