logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზება ქვეყნის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანია!
- +

22 თებერვალი. 2016. 21:47



უმრავლესობის ლიდერის მოადგილის გიორგი ვოლსკის განცხადებით საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით არც ერთი ფრაქცია განსაკუთრებულ პირობებში არ იმყოფება. როგორც გადაცემაში 2030 ვოლსკიმ განაცხადა, ქვეყნის უსაფრთხოებისთვის ასევე მნიშვნელოვანია რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზება, რაც დასავლური კურსიდან გადახვევას სულაც არ გულისხმობს.


 

„საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით, კოალიციის არცერთ ფრაქციას ექსკლუზივი არ აქვს. მათ შორის, არც „რესპუბლიკელებს". საქართველოს პრაგმატული პოლიტიკის მნიშვნელობა ბრიუსელსა და ვაშინგტონში ძალიან კარგად ესმით. ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისთვის გადადგმული მტკიცე ნაბიჯების პარალელურად, რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზება ქვეყნის უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის, ეკონომიკური განვითარებისთვის... მნიშვნელოვანია." - განაცხადა ვოლსკიმ.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner