logo_geo
eng_logo
დევიდ ქემერონი: დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლა უარყოფითად აისახება ხელფასებსა და ფასებზე
- +

28 აპრილი. 2016. 12:54


გამოცემა „The Guardian"-ში გამქვეყნებულ ერთობლივ სტატიაში დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დევიდ ქემერონი  და ბრიტანეთის სავაჭრო კავშირის კონგრესის ყოფილი გენერალური მდივანი ბრენდან ბარბერი ბრიტანელებს ევროკავშირიდან გასვლის უარყოფითი შედეგების შესახებ აფრთხილებენ. ქემერონი და ბარბერი აღნიშნავენ, რომ დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლა უარყოფითად აისახება ხელფასებსა და ფასებზე.



ნაკლებად ღია ვაჭრობა იწვევს წარმოების შემცირებას. არ აქვს მნიშვნელობა, თქვენ მუშაობთ ავტომობილის მწარმოებელ ქარხანაში, ფაბრიკაში, მაღაზიასა თუ ოფისში: დიდი ალბათობით, თქვენ ყოველი თვის ბოლოს სახლში უფრო ნაკლებ ფულს მიიტანთ.

დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლა, უპირველეს ყოვლისა, მძიმედ აისახება იმ ოჯახებზე, რომლებიც ისედა გაჭირვებით ცხოვრობენ, რადგან ცხოვრების ღირებულება გაიზრდება, სამუშაო ადგილები კი შემცირდება.

ფუნტის ვარდნა ნიშნავს პროდუქციის გაძვირებასა და ინფლაციის ზრდას, ეს ყველა იმპორტირებულ პორდუქციაზე - ყოველდღიურ პროდუქტებზე, ტანსაცმელზე, საწვავზე ფასებს გაზრდის", - ნათქვამია წერილში.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner