logo_geo
eng_logo
გერმანიის პოლიციამ კარლეს პუიჩდემონი დააკავა
- +

25 მარტი. 2018. 15:41



გერმანიის პოლიციამ ესპანეთის მიერ ძებნილი კატალონიის ექს-ლიდერი კარლეს პუიჩდემონი დააკავა.


გამოცემის ცნობით, კარლეს პუიჩდემონი სამართალდამცავებმა დანიის საზღვრის გადაკვეთის დროს დააკავეს, როდესაც ის ბრიუსელში ბრუნდებოდა.


აღსანიშნავია, რომ დაკავება ესპანეთის მიერ გაცემული ევროორდერის საფუძველზე განხორციელდა.


დაკავების შესახებ ინფორმაცია კარლეს პუჩდემონის ადვოკატმა ხაუმე ალონსო-კუევილიამ დაადასტურა.


შეგახსენებთ, რომ კარლეს პუიჩდემონს ბრალად კატალონიის დამოუკიდებლობის შესახებ უკანონო რეფერენდუმის ჩატარება, ამბოხის მოწყობა და კანონიერი ხელისუფლების დაუმორჩილებლობა ედება ბრალად.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner