logo_geo
eng_logo
ავღანეთში მეჩეთის გვერდით აფეთქება მოხდა
- +

25 მარტი. 2018. 15:59


 

ავღანეთში, ჰერათის პროვინციის ერთ-ერთ ქალაქში, შიიტური მეჩეთის მიმდებარედ აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც სულ მცირე ერთი კაცი დაიღუპა და შვიდი დაიჭრა.


ადგილობრივი პოლიციის ცნობით, თავდასხმა ნაბი აკმარის მეჩეთთან შუა ლოცვის დროს მოხდა. სავარაუდოდ თვითმკვლელმა ტერორისტმა აიფეთქა თავი.


დაჭრილები სასწრაფოდ გადაიყვანეს საავადმყოფოში. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა არავის აუღია.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner