ჟურნალისტი ქეთი ლომაია სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„ქართველი ქალები დაიყო 3 ნაწილად, ფემინისტები (ოღონდ, არ იციან ამ სიტყვის სრული მნიშვნელობა), შევიწროვებულები (1917-ში ვიღაცამ რომ რაღაც შესთავაზა (ან არ შესთავაზა და ამან გააბოროტა) და ჩვენ, ვისაც არავინ გვავიწროვებს და არც სადილის გაკეთებისას არ ვგრძნობთ მონად თავებს. ახლა კარგად მომისმინეთ რა (არაერთ სახელმწიფო თუ არასამთავრობო ორგანიზაციაში მიმუშავია (ჩემი სამუშაო გამოცდილება 17 წლიდან იწყება) და ხაზს ვუსვამ უკლებლივ ყველა ორგანიზაცია პრესტიჟული იყო) არასოდეს არავისგან შევიწროვებულად, დაჩაგრულად და მითუმეტეს, სექსუალურად დამცირებულად არ მიგრძვნია თავი! სადილსაც თავად ვაკეთებ, უნიტაზსაც ვხეხავ და ჰოი საოცრებავ, კაცის წინდაც გამირეცხავს (სულაც არ ვგრძნობ თავს მონად). და ბოლოს, ეს რაღაც გენდერული კვოტა, რომ შემომთავაზონ, ძალზედ შეურაცხყოფილად ვიგრძნობ თავს, იმ ნიშნით კი არ უნდა ამირჩიონ, რომ ქალი ვარ, გონებრივი შესაძლებლობებით.
პ.ს. თუ მაინცდამაინც მკერდს და ბაყვს არ დადებთ კედელზე, უხამს კომენტარებსაც ასცდებით.... საერთოდ, ფლუიდები მდედრიდან მიეწოდება მამრს და არა პირიქით, თუ მაინცდამაინც შიკაწილოს არ გადაეყარეთ სადმე.... ნუ გაღუნეთ ტვინი"...." - წერს ჟურნალისტი.