25 მარტი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღეა. სადღესასწაულო წირვა სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში ჩატარდა.
„უფალ იესო ქრისტესთან მიდიან მისი მოციქულები იაკობი და იოანე. მათ იციან, რომ იგი არის მესია, თუმცა ის რომ მისი სამეფო ზეციური იქნება ჯერ არ იციან. მათ ჰგონიათ, რომ იგი მიწიერი ხელმწიფე იქნება და ეუბნებიან: აი შენ როდესაც გამეფდები ჩვენ მოგვეცი ყველაზე მაღალი თანამდებობები. მარჯვენით და მარცხენით შენსა რომ ვიყოთო. იესომ უპასუხა: არა იცით რა საით. ესე იგი რას სთხოვდნენ ისინი, თანამდებობებს სთხოვდნენ. უფალმა უპასუხა: თქვენ არ იცით რას ამბობთ...", - ამის შესახებ სიონის საკათედრო ტაძარში საკვირაო ლიტურგიის დასრულების შემდეგ საქართველოს კათოლოკის-პატრიარქის, ილი მეორეს მოსაყდრემ, მეუფე შიომ ქადაგებისას განაცხადა.
„როგორც დღეს ამბობენ, ისინი კარიერას ითხოვდნენ, რომ ჰქონოდათ წარმატება და წარჩინება. უფალმა უპასუხა: მათ ვისაც აქვთ უფლება ისინი ბატონობენ ხალხზე, ხოლო არა ეგრე იყოს თქვენს შორისო. ანუ ქრისტიენებს შორის ასე ნუ იქნებაო, არამედ ვისაც იყოს დიდი თქვენს იყოს თქვენდა მსახური. ხოლო, რომელსა უნდეს თქვენს შორის პირველყოფა, იყოს იგი ყოველთა მონა. ე.ი. ყველას მონა.
ჩვენ თუ გვინდა გავიგოთ რა არის ქრისტიანობა, როგორი უნდა იყოს ქრისტიანი, ეს სიტყვები უნდა დავიმახსოვროთ და დავუფიქრდეთ გვაქვს თუ არა ჩვენ, ვართ თუ არა ასეთები, როგორ ვზრდით ჩვენს შვილებს. ძალიან გავრცელებულია ქრისტიანებს შორისაც... ისეთივე მისწრაფებები გვაქვს როგორც დანარჩენ სამყაროს. ბავშვებს ჩვენ ვზრდით, რომ წარმატებულები იყვნენ, რომ ლიდერები იყვნენ და ჩვენში არის ეს მისწრაფება, რომ ხელმწიფება ჰქონდეთ და პირველობა ჰქონდეთ. სხვები ემსახურებოდნენ მათ. უფალი კი ამბობს ასე ნუ იქნება. ახლა ძალიან გავრცელებულია სიტყვა წარმატება, წარმატებული ადამიანი. უფალი ამბობს ის წარმატება, რომელიც ამა სოფელს ესმის, სინამდვილეში, არის წარუმატებლობა, რა თქმა უნდა სახარების თვალსაზრისით და წარუმატებლობა პირიქით. უფალი ამბობს, საშუალო წარმატება არის იყო ყველას მსახური. ეს არ არის დიდი წარმატება.
მსახური ვინ არის? ის, ვინც არ არის მიჯაჭვული თავის პატრონზე, არამედ რომელსაც თავისუფალი დრო აქვს, მიდის სახლში თავის ოჯახთან და ვისაც უნდა უმაღლესი წარმატება, უმაღლესი სულიერი მიღწევა, როგორი უნდა იყოს?! ყველას მონა! ჩვენ უნდა დავფიქრდეთ ვართ თუ არა ასეთები. ძალიან ცუდია როდესაც ჩვენ ქრისტიანებს, გვაქვს ისეთივე ლტოლვა, ისეთივე სურვილები, ისეთივე მისწრაფებები, როგორც სხვას ყველას და გვინდა ეს ჩვენი კერპი რომელიც ჩვენი თავისგან გავაქვს შექმნილი შევინახოთ, ველოლიავოთ, რაღაცნაირად გავწმინდოთ აი ვიმარხულებ ახლა მე, ამას შევჭამ, ამას არ შევჭამ, ვინანიებ, რომ რაღაც წამომცდა ან ვიღაც განვიკითხე ან უხეში სიტყვა ვთქვი და ა.შ. ეს ყველაფერი ზედაპირულია.
უფალი ამბობს: შენ ზედაპირული ცხოვრებით ვერ შეიცვლები. და რა არის არაზედაპირული და სიღრმისეული? ეს არის ის რომ გუშინ მე მინოდდა ბატონობა, მინდოდა ვყოფილიყავი უფროსი, ვყოფილიყავი წარმატებული ერში, მაგრამ დღეს უკვე მე გავხდი მსახური ან მონა, აი ეს არის სინანული, აი ეს არის შეცვლა მთელი ცხოვრების მიმართულების. აი ამაზე საუბრობს უფალი. აი ამიტომ არის დღეს მარიამ ეგვიპტელის ხსენების დღეს. მან მთელი მისი სიცოცხლის მიმართულება შეცვალა და ამაზე უნდა ვფიქრობდეთ დღეს.
თუ გინდა იყო დიდად წარმატებული, მონა უნდა იყო ყველასი. შენ დიდი სიყვარული თუ არ გაქვს, ვერავის მსახური ვერ იქნები. თუ შენ პატარა კაცუნას გული გაქვს და პატარა ადამიანი ხარ, არ გაქვს ის სიყვარული, რომ ემსახურო ხალხს, მითუმეტეს მთელ ერს და ამიტომაც მცირედით მოგვეტევება ჩვენ", - განაცხადა მეუფე შიომ.