logo_geo
eng_logo
პირველი ქართველი, რომელიც ამერიკაში მილიონერი გახდა
- +

25 მარტი. 2018. 23:20


 

ჯორჯ კობი, იგივე გრიგოლ კობახიძე პირველი ქართველი იყო, რომელიც ამერიკაში საკუთარი გამოგონებით მილიონერი გახდა, რის შემდეგაც საბჭოთა კავშირისთვის მიუღებელ ფიგურად იქცა.


1882 წელს რაჭაში დაბადებული გრიგოლ კობახიძე ათი წლის იყო, როცა სახლიდან გაიპარა. ბორჯომის მინის ქარხანაში მუშაობით ირჩენდა თავს და გამოგონებებზე მუშაობდა.


1907 წელს პოლონეთის გავლით გერმანიაში წავიდა, სადაც შუშის პროდუქციის დამამზადებელ პატარა საწარმოში დაიწყო მუშაობა.


1919 წელს დაგროვებული თანხით ამერიკაში, მასაჩუსეტსის შტატის ქალაქ ეტლებოროში შუშის ქარხნის გამართვა დაიწყო.


9 წლის განმავლობაში ჯორჯ კობი General Electric-ში მუშაობდა.


გამომგონებლური საქმიანობა არც ამ დროს მიუტოვებია, პარალელურად საკანცელარიო მაღაზიას ამუშავებდა, რომელშიც თავისივე გამოგონებულ კალმებსა და სხვა ნივთებს ჰყიდდა. 1922 წლისთვის Coby Glass Products-ს უკვე მყარად ეჭირა ადგილი აღმოსავლეთ აშშ-ს უმსხვილეს ბიზნესს შორის.


როდესაც გრიგოლ კობახიძე მილიონერი გახდა, საქართველოში ინვესტიციისთვის ჩამოვიდა, მაგრამ ბოლშევიკებმა ამის უფლება არ მისცეს, თუმცა მაინც მოახერხა თავის მშობლიურ სოფელში სკოლა, სამედიცინო პუნქტი და ეკლესია აეშენებინა.


ამერიკაში მოღვაწეობის მანძილზე მან 60-მდე გამოგონება დააპატენტა, რასაც მისი კომპანიისთვის უფრო და უფრო მეტი პრესტიჟი მოჰქონდა. ამ გამოგონებების მოკლე ჩამონათვალია: ავტომატური საწერი კალამი, სამედიცინო მინის ამპულა, მინის ნაძვის ხის სათამაშოები და ფერადი მინის ელექტროსანათები.


მისი მოღვაწეობის ისტორიაში ასევე გამორჩეული ფაქტია გიორგი მაჩაბლისგან მიღებული შეკვეთა, რომელმაც მას უფრო მეტი დიდება მოუტანა - სუნამოს ჭურჭელი, რომელიც გამოყვანილი იყო ქართველი დედოფლის რეგალიებით - ოქროს გვირგვინი პატარა შუშის ჯვრით თავზე.


ჯორჯ კობის მშენებლობის ტექნოლოგიის ქართველ მეფესაც უწოდებდნენ, მის მიერ გამოგონებული ზემტკიცე შუშის ბლოკები და წყალგამძლე ბეტონი, ცათამბჯენების ასაშენებლად დღემდე გამოიყენება.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner