logo_geo
eng_logo
ნიკა გვარამიას სკანდალური აღმოჩენა – „არ ვყოფილვარ კარგი კაცი“!
- +

26 მარტი. 2018. 00:02



ნაპროკურორალი ნიკოლოზ გვარამია, რომელიც მედიაში მიხა სააკაშვილის წყალობით მოხვდა, „სინდისმა" შეაწუხა. ისაო, გული მიკვდება, ჩემი ქვეყანა ამ დღეში რომ არის, მაგრამ იმდენად პატიოსანი ვარ, იმას ვერ ვიკადრებ, რაც 2012-ში „ქართულმა ოცნებამ" და საერთოდ, კოალიციამ იკადრაო. ამის შესახებ „ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე წერს (სტილი დაცულია):


„ქართული ოცნების" და მისი მხარდამჭერი ტელევიზიების და უყვითლესი გაზეთების 2012 წლის მოქმედების მოდელს რომ გავყვეთ, მე ოცნების გასაფარჩაკებლად მაგალითად ეგეთი რამე უნდა გავაკეთო: ბიძინას პაროდისტს კომედი შოუდან ბიძინას ხმით უნდა ჩავაწერინო მაგალითად პატრიარქის გინება და ჭორის სახით ჩავუშვა ხალხში. ერთ კვირაში ეს აუდიო ყველა ტელეფონში იქნება და აუცილებლად ყველა დაიჯერებს, რადგან ცნობილია, რომ ივანიშვილს პატრიარქი სძულს და ფაქტიც სახეზეა, დაანგრია ეკლესია და პატრიარქი სუს-თან შეკრული კორუმპირებული ხალხის ტყვეობაში მოაქცია. ამას გარდა, ხეების მთრეველი კაცისგან არაფერი აღარ გაუკვირდებათ.

 

ესაა სრულიად რუსული მეთოდი, მარტო ეგენი კადრულობენ ამ ფარჩაკობას და ძალიან წარმატებულადაც უგებენ საინფორმაციო ომს წესიერ ევროპელებს და სწორ ამერიკელებს. ასე მოიგო ოცნებამ არჩევნები. ეს იკადრა ყველამ, უკლებლივ, ვინც ამ კოალიციაში იყო. ყველამ იცოდა, რომ ციხის კადრები სრული ფაბრიკაცია და ტყუილი იყო, გარდა კარანტინის დაშლისა. და ყველამ იცოდა, რომ ხალხი მოტყუვდებოდა და შეცდომას დაუშვებდა.

 

მე ვერ მივცემ თავს ამის უფლებას ვერასდროს. ვერაფრით ვერ ვიკადრებ და ვერც რ2ს ვაკადრებ. ოღონდ, მართლა არ ვიცი, სწორია ეს თუ არა. ჩვენი პატიოსნება ქვეყნის დაღუპვის ფასი რომ ჯდება - ეს ძალიან მაწუხებს და ბევრს ვფიქრობ ამ დილემაზე. და ქვეყანა ნამდვილად იღუპება და თან რუსული მეთოდით მოსული 7 მილიარდიანი ბიძინას აკადემიური დებატებით ან სხვა წესიერი და მიღებული მეთოდებით დამარცხება წარმოუდგენელია. ვინც ამის თეორიულ შესაძლებლობას მაინც ამტკიცებს, ან თავს იტყუებს, ან ჩვენ გვატყუებს, ან ბიძინას დანიშნულია ამის სალაპარაკოდ. ამერიკელებმა ვერ შეძლეს ეს და ჯერჯერობით პირწმინდად აგებენ წესების გარეშე მოთამაშე კაგებესთან. ჩვენ როგორ უნდა შევძლოთ? ვერანაირად. და ამასობაში ქვეყანა იღუპება სანდრა რულოვსის ორგანოებით ვაჭრობით შოკირებული ხალხის საარაკო სისულელით გაკეთებული არჩევანის გამო. სინდისი თუ ქვეყანა? ძალიან მძიმე დილემაა, სინამდვილეში, მაგრამ ვერაფრით ვერ ვიზამ, აი ვერანაირად. ეს კი ნიშნავს, რომ ჩემი თავი უფრო მიყვარს, ვიდრე ჩემი ქვეყნა, შვილები, მეგობრები და ყველაფერი, რაც ძვირფასია ჩემთვის. არ ვყოფილვარ კარგი კაცი (მართლა ასე ვფიქრობ), მაგრამ მაინც ვერ ვიზამ".


რედაქტორის მინაწერი: ბატონო ნიკოლოზ, თქვენ ყველაფერი იკადრეთ 2012 წლამდე... თქვენ ისეთები იკადრეთ, საქართველოს ისტორიას რომ არ ახსოვს. მე პირადად უკვე მომბეზრდა, მაგრამ იძულებული ვარ, შეგახსენოთ: ესე იგი, თქვენ იკადრეთ ის, რომ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე აიძულეთ უამრავი ადამიანი, ღამის ნოტარიუსებთან მიგეყვანათ და მათი ქონება გადაგეფორმებინათ, ვინც კი ცოტაოდენი წინააღმდეგობა გაგიწიათ, დედა უტირეთ, ციხეში ამოალპეთ, აწამეთ და ბევრს სული ამოხადეთ; თქვენ ისიც იკადრეთ, რომ დღეს ბადრი პატარკაციშვილი ცოცხალი აღარ არის, მის ტელევიზიაში ბარბაროსებივით შეცვივდით და მერე რაც მოხდა, ყველამ იცის. არც თქვენს მიერ დამონტაჟებული ვიდეოები დაავიწყდა ვინმეს და არც ეს სიტყვები, რუსთაველის გამზირზე რომ ღრიალებდით: „ბადრის რააა? დედის ტ...ვნააა"!!! თქვენ ისიც იკადრეთ, რომ 150-ზე მეტი ახალგაზრდა ქუჩაში ჩაცხრილეთ და ეს ყველაფერი ათასნაირი სისულელით შეფუთეთ; თქვენ ისიც იკადრეთ, რომ დაამზადეთ პირადი ცხოვრების ამსახველი 27 ათასი ვიდეო (ფაილი), ბოლოს იქამდეც კი მიხვედით, ერთმანეთსაც კი უძვრებოდით ბინძურ საცვლებში!


თქვენ ამბობთ, ციხის კადრები დადგმული იყოო. არაფერი არ იყო დადგმული, ეს იყო თქვენი ცხოვრების სტილი. ფოტოგრაფები რომ დაიჭირეთ და სხვების წამებას აყურებინეთ, რათა ჯაშუშობა ეღიარებინათ, ესეც დეტალურად ვიცით. ყველაზე დიდი უბედურება კი, რაც იკადრეთ, ეს მოხდა 2008-ში -ასობით გამოუცდელი ბიჭი ცხინვალის ქუჩებში ჩაახოცინეთ რუსებს, მიატოვეთ, წითელი ხიდისკენ გაქანდით, მერე მოგაბრუნეს და როცა იმ ბიჭებს გაგანია სიცხეში ბუზი დაეხვიათ, თქვენ რუსთაველზე „გამარჯვებას" ზეიმობდით... და ეს არ იყო დადგმული... და ეს არ იყო ფაბრიკაცია!


და ბოლოს... არსებობს კიდევ რამე სიბინძურე, რაც „რუსთავი 2"-ით არ იკადრეთ და რასაც დღეს არ კადრულობთ?! მე მესმის, როცა ხელისუფლებაში ხარ, ყველაფერი ვარდისფერია, როცა მოგასრიალებენ - ყველაფერი შავ-თეთრი ხდება, მაგრამ როცა ბინძური ხარ, უნდა მოკეტო! „ქართული ოცნების" „ჩეპე" არის მხოლოდ ის, რომ თქვენ, სისხლის სამართლის დამნაშავეებს ამდენი ლაქლაქის საშუალებას გაძლევთ!


ბატონო ნიკოლოზ, თქვენ რომ თქვენებურ პატიოსნებას ეძახით, ის ქართველი ხალხისთვის სასაცილო მარაზმია!


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner