logo_geo
eng_logo
მეუფე შიო: გახსოვთ, წინა კვირას უწმინდესმა რა გვითხრა?
- +

26 მარტი. 2018. 00:09


 

„დღეს არის მარიამ ეგვიპტელის ხსენება, როგორც ნიმუშისა სინანულის, სიყვარულის, უფლის მადლიერების", - ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრემ, მეუფე შიომ საკვირაო ქადაგებისას აღნიშნა. მეუფე შიომ მარიამ ეგვიპტელის ცხოვრების შესახებ ისაუბრა.


„დღეს არის მარიამ ეგვიპტელის ხსენება, როგორც ნიმუშისა სინანულის, სიყვარულის, უფლის მადლიერების. თქვენ იცით მისი ცხოვრების შესახებ. ის ეგვიპტეში არაწმინდა ცხოვრებით ცხოვრობდა და ერთ მშვენიერ დღეს, მან ტაძარში შესვლა მოისურვა. როდესაც კარიბჭესთან მივიდა, იგრძნო ის ძალა, რომელიც ეწინააღმდეგებოდა, არ უშვებდა ტაძარში. მან რამდენჯერმე სცადა შესვლა, მაგრამ ეს ძალა კვლავ აკავებდა. შემდეგ ღირსი მარიამი შეევედრა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს, სთხოვა მას შენდობა და შეწევნა, რათა მისულიყო მის წმინდა ხატთან. როდესაც მაგდალინელმა ეს თქვა, ტაძარში შესვლა შეძლო და ხატსაც ემთხვია. როდესაც გამოვიდა ტაძრიდან, სრულიად შეიცვალა მისი ცხოვრება. წავიდა უდაბნოში. მთელი სიცოცხლე მიუძღვნა უფლის მსახურებას, გახდა ერთ-ერთი ყველაზე დიდი ასკეტი მოღვაწე. იმდენად მნიშვნელოვანია იგი, რომ შუა მარხვაში მისი ხსენების დღეა. ესაა ნიმუში, თუ რა ძალა აქვს სიყვარულს და სინანულს, თუ როგორ შეიძლება გახდეს ადამიანი მთელი ცხოვრების განმავლობაში უფლის მადლიერების ნიმუში.

 

გახსოვთ, წინა კვირას უწმინდესმა რა გვითხრა? რომ სიყვარულია მთავარი ძალა. ამის გარეშე ლოცვას ვერ შევძვლებთ და ვერც ცოდვები მოგვეტევება. ცოდვა რომ მოგვეტევოს, მადლი უნდა შემოვიდეს ადამიანში. მადლი ადამიანის ლმობიერი, თავმდაბალი, ურისხვო გულიდან შემოდის.


დღეს ასევე დიდი დღეა ჩვენი დედაეკლესიისთვის. ესაა ავტოკეფალიის, ანუ დამოუკიდებლობის აღდგენის დღე. თქვენ იცით, ჩვენ 100 წელზე მეტხანს გვქონდა წართმეული ჩვენი ავტოკეფალია და ჩვენმა დიდმა მამებმა - პატრიარქებმა შეძლეს და მათი ძალისხმევით, 1917 წლის 25 მარტს აღდგა ავტოკეფალია. კიდევ ერთხელ, მათი სულების მოსახსენებლად გადავიხდით პანაშვიდს", - აღნიშნა მეუფე შიომ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner