logo_geo
eng_logo
რუსეთში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 37-მდე გაიზარდა
- +

26 მარტი. 2018. 01:30



რუსეთში, ქალაქ კემეროვოს სავაჭრო ცენტრ „ზამთრის კოშკში" ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 37-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით რუსული მედია წერს.


მანდამდე ინფორმაცია 5 დაღუპულის შესახებ ვრცელდებოდა. 69 ადამიანი ამ დრომდე დაკარგულად მიიჩნევა, 47 ადამიანი კი ჰოსპიტალიზებულია.


ხანძარი სავაჭრო ცენტრის მეოთხე სართულზე დღეს გაჩნდა და მისი ჩაქრობა ჯერჯერობით ვერ ხერხდება.


წინასწარი მონაცემებით, ცეცხლი შენობის იმ ნაწილში გაჩნდა, სადაც საბავშვო აუზია განთავსებული.


მომხდარის გამო კემეროვოს ოლქში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

 

 

https://www.youtube.com/watch?time_continue=126&v=qGw-YxgnMPE

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner