logo_geo
eng_logo
არგენტინაში მატჩის დროს 117 გულშემატკივარი დააკავეს
- +

26 მარტი. 2018. 01:35



არგენტინის ჩემპიონატის მეორე დივიზიონის მატჩი „ლოს ანდესსა" და „ბრაუნ ადროგეს" (2:0) შორის გრანდიოზული ჩხუბითა და არეულობებით გამოირჩეოდა.


შეხვედრა არბიტრმა დაახლოებით 15 წუთით შეწყვიტა იმის გამო, რომ ტრიბუნებზე ფანებს შორის მასობრივი ჩხუბი ატყდა, - წერს არგენტინული გაზეთი Clarin.


გამოცემის ცნობით, ჩხუბი მატჩის მე-16 წუთზე დაიწყო. თავდაპირველად გულშემატკივრებმა ერთმანეთს ქვებისა და ბოთლების სროლა დაუწყეს, შემდეგ კი კონფლიქტი ხელჩართულ ბრძოლაში გადაიზარდა.


არეულობა პოლიციამ რეზინის ტყვიების დახმარებით აღკვეთა. 15 წუთის შემდეგ, შეხვედრის განახლება მოხერხდა.


პოლიციამ 117 გულშემატკივარი დააკავა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner