ისრაელის პოლიციაში ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს დაკითხვა მიმდინარეობს. საქმე ეხება სატელეკომუნიკაციო კომპანია „ბეზეკის" ინტერესების გატარებას, რის სანაცვლოდაც ბენიამინ ნეთანიაჰუს საქმიანობა პოზიტიურად უნდა გაშუქებულიყო.
ისრაელის პრემიერ-მინისტრის დაკითხვა დღეს დილით მის რეზიდენციაში დაიწყო. ასევე გავრცელებული ინფორმაციით, დაკითხვაზე გამოძახებულნი არიან მისი მეუღლე და შვილი.
მიუხედავად იმისა, რომ ბენიამინ ნეთანიაჰუ ამ საქმეში მოწმის სახით იკითხება, ამას მის წინააღმდეგ დევნად მიიჩნევს.