logo_geo
eng_logo
დავით ბრაგვაძე: სინამდვილეში კი - არავინ არავის არაფერს გადასცემს...
- +

28 აპრილი. 2016. 13:35


გადასცემს თუ არა ქართული მხარე თურქეთს რაიმე სახის ტერიტორიას - ისტორიკოსი დავით ბრაგვაძე სოციალურ ქსელში განმარტავს:

 

„ორიოდე სიტყვა 6 ჰექტარზე.

 

თურქეთი საქართველოს ერთადერთი მეზობელია, რომელთანაც სახელმწიფოს დასრულებული აქვს საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის პროცესი. ისტორია ასეთია: საზღვრის გამიჯვნდა მოხდა ჯერ კიდევ 1973 წელს. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, 1992 წელს მოხდა დამოუკიდებელ საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის არსებული საზღვრის რედამარკაცია, რაც ნიშნავს იმას, რომ აღიარებული იქნა 1973 წელს დადგენილი საზღვრები.

 

ვითარება ასეთია:

 

აღნიშნულ მონაკვეთზე საზღვარი გადის მდინარეებზე: ჯაყისწყალსა და ქარზამეთისწყალზე. 1992 წლის შემდეგ ამ ორმა მდინარემ რამდენიმე ადგილას კალაპოტი შეიცვალა, რამაც ბუნებრივი საზღვრების ცვლილება გამოიწვია. ვინაიდან ჩვენს დროში ცივილიზებულ სახელმწიფოებს შორის საზღვრების გამიჯვნა ბუნებრივი ნიშნების (მდინარე, ტყე, მთა, ა.შ.) გარდა GPS კოორდინატებითაც ხდება, აღმოჩნდა, რომ ამ მდინარეების კალაპოტის ცვლილებამ გამოიწვია შეთანხმებულ GPS კოორდინატებთან აცდენა.

რა ხდება ახლა:

 

ქართული და თურქული მხარე ერთობლივად მუშაობს იმაზე, რომ მდინარე ჯაყისწყალი და ქარზამეთისწყალი დააბრუნოს ძველ კალაპოტში, რათა ბუნებრივი საზღვრები დაემთხვეს ორ სახელმწიფოს შორის დელიმიტაცია-დემარკაციის პირობებით შეთანხმებულ GPS კოორდინატებს.

 

20 აპრილს:

 

ორი ქვეყნის დელეგაცია შეხვდა ერთმანეთს და შეთანხმდა ერთ მონაკვეთში მდინარე ჯაყისწყლის ძველ კალაპოტში დაბრუნებაზე, რის შედეგადაც ის 6 ჰექტარი, რომელიც კალაპოტის ცვლილებამ ჩვენს მხარეს მოაქცია, დაუბრნდება თურქეთის მხარეს.

 

ცოტა ხანში:

 

მხარეები შეთანხმებიან მდინარე ჯაყისწყლის სხვა მონაკვეთების ძველ კალაპოტში დაბრუნებაზე, ისევე როგორც მდინარე ქარზამეთისწყლის გარკვეული მონაკვეთების ძველ კალაპოტში დაბრუნებაზე.

 

რის გამოც შეიძლება გაიგოთ, რომ:

 

ქართულმა მხარემ კიდევ 6,7,8,-21 ან ა.შ. ჰექტარი გადასცა თურქულ მხარეს, ან, რომ 7,8,9, 30 და ა.შ. ჰექტარი თურქულმა მხარემ გადასცა ქართულს.

 

სინამდვილეში კი:

 

არავინ არავის არაფერს გადასცემს..." - წერს ბრაგვაძე. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner