რუსეთში, კემეროვოში სავაჭრო-გასართობ ცენტრში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 53 ადამიანამდე გაიზარდა, კიდევ 12 ადამიანი საავადმყოფოებში არის გადაყვანილი.
ოპერატიულ შტაბში ასევე განაცხადეს, რომ კიდევ 16 ადამიანის სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.
ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია. სამართალდამცველებმა მომხდართან დაკავშირებით ოთხი ადამიანი დააკავეს.