logo_geo
eng_logo
ანა გომეში: ჩვენ გვადარდებს საქართველო და მიუღებლად მიგვაჩნია რუსეთის პროვოკაციები
- +

26 მარტი. 2018. 13:26


 

„ჩვენ გვადარდებს საქართველო და მიუღებლად მიგვაჩნია რუსეთის პროვოკაციები, ეს ის დროა, როდესაც საქართველოს თითოეული მეგობარი მხარში უნდა დაუდგეს", - ამის შესახებ „კვირის პალიტრას" ევროპარლამენტარმა ანა გომეშმა არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებული მოვლენების შეფასებისას განუცხადა.


„ხშირად მესმის ტერმინი „დე ფაქტო მთავრობა". დე ფაქტო მთავრობა ე.წ. სამხრეთ ოსეთში არ არსებობს, ეს არის ოკუპანტი რუსეთი. სულისშემძვრელი იყო იმის გაგება, რომ არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ოჯახს მხოლოდ 26 დღის შემდეგ დაუბრუნეს. ვიცი, რომ საქართველოში ყველას ძალიან უჭირს ამ ფაქტთან შეგუება, ხალხი აღშფოთებულია, მთავრობამ ყველაფერი იღონა, რათა საკუთარი მოქალაქის ცხედარი დაებრუნებინა. ეს ცხადყოფს, რომ რუსეთი თანდათან უფრო აგრესიული ხდება. თავს ნუ მოვიტყუებთ - იმ ყველაფრის მიღმა, რაც ე.წ. სამხრეთ ოსეთში ხდება, სწორედ რუსეთია. მინდა თანავუგრძნო და სრული მხარდაჭერა გამოვუცხადო გარდაცვლილის ოჯახს, სრულიად საქართველოს ხალხს. მალე თქვენს ქვეყანას ჩვენგან უსაფრთხოების და თავდაცვის კომიტეტის დელეგაცია ესტუმრება. იმედია, ეს შესაძლებლობას მისცემს ევროპარლამენტს, უფრო უკეთ გაეცნოს ვითარებას. ჩვენ გვადარდებს საქართველო და მიუღებლად მიგვაჩნია რუსეთის პროვოკაციები. ვფიქრობ, ეს ის დროა, როდესაც საქართველოს თითოეული მეგობარი მხარში უნდა დაუდგეს", - განაცხადა გომეშმა.


მანვე ისაუბრა ე.წ. ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაზე და განაცხადა, რომ ამ სიას მხარდაჭერას ევროპულ მთავრობებსა და ინსტიტუციებში პირადად გაუწევს.


„ეს ძალიან კარგი იქნება, განსაკუთრებით ახლა, ბრიტანეთში მომხდარი სკანდალის ფონზე. იმედია, სანქციები, რომლებზეც რეზოლუციაშია საუბარი, რეალურად დაუწესდებათ იმ პირებს, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ ამ მკვლელობებში. ხაზს გავუსვამ - საქართველოს სრული უფლება აქვს ამ საკითხზე მხარდაჭერა მოსთხოვოს საერთაშორისო თანამეგობრობას. მე პირადად მხარს დავუჭერ ამ ინიციატივას ევროპულ მთავრობებსა და ინსტიტუციებში", - აღნიშნა გომეშმა.

 



 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner