„ქართული დასის" ლიდერი ჯონდი ბაღათურია სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„შეკითხვა:
- ღორს რომ თეთრი ჩოხა-ახალუხი ჩააცვა და სახარება წაუკითხო, რას იზამს?
პასუხი:
- წავა და პირველივე ტლაპოში ჩაწვება მაინც!
ჰო და კიდევ... რა თქმა უნდა, ჯიუტად გააგრძელებს ნეხვის ჭამას! ღორია და რა ქნას?! სხვაგვარად არ შეუძლია!
- აბა ამათმაც რა ქნან?! არც ამათ შეუძლიათ სხვაგვარად!
და, თქვენ სხვა რამეს რატომ ელოდით", - წერს ბაღათურია.