ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„ეს ე.წ. დავით ბაქრაძე, უგულავას საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ვანელ პენსიონერებს რომ „აბოლებს", ჩვენ მოგვეცით ხმა და პენსიები გაგეზრდებათო, რა, ერთი ხმა წყვეტს პარლამენტში ამ პრობლემის გადაჭრას, თუ მარატის ორატორულმა ნიჭმა ამოხეთქა და პარლამენტის ტრიბუნიდან ისეთ სიტყვას წარმოთქვამს, რომ მელიასაც თმები ყალყზე დაუდგება?
სხვა რამე მოიფიქრე, სხვა რამე!
მაგ: ბიუჯეტის ქურდობა იცის და ცოტას თქვენც გიწილადებთო", - წერს გაბრიჭიძე.