logo_geo
eng_logo
შსს-მ ავტომობილის ქურდობის ბრალდებით 1 პირი დააკავა
- +

26 მარტი. 2018. 15:59


 

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, 1971 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ა.ა., ავტომობილის ქურდობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

 

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, ალადაშვილის ქუჩაზე, მოქალაქის კუთვნილი, „მერსედესის" მარკის ავტომანქანა მოიპარა, რომელსაც საბურავები და მაგნიტოფონი მოხსნა, შემდეგ კი ავტომობილი ვაშლიჯვრის ტერიტორიაზე მიატოვა. სამართალდამცველებმა ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

 

გამოძიება სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ ჩადენილი ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „დ" ქვეპუნქტით", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner