logo_geo
eng_logo
მიხეილ სააკაშვილის ცნობით, ოდესაში უკრაინის ნაციონალური გვარდიის 300 მებრძოლი ჩავიდა
- +

28 აპრილი. 2016. 13:38


ოდესის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა ოდესაში უკრაინის ნაციონალური გვარდიის 300 მებრძოლის ჩასვლის შესახებ განაცხადა.


 

უკვე ჩამოვიდა პირველი 300 კაცი. უახლოეს დღეებში ველოდებით დანარჩენებს", - წერს ოდესის გუბერნატორი სოციალურ ქსელში.



ამასთან, მიხეილ სააკაშვილი აქვეყნებს ინტერნეტ-გამოცემა „უკრაინსკაია პრავდას" სტატიას, სადაც საუბარია ოდესაში ჩასული მებრძოლების შესახებ. გამოცემის ინფორმაციით, საუბარია „აზოვის" ბატალიონის მებრძოლებზე.



მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის პრეზიდენტს ოდესაში საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველსაყოფად ნაციონალური გვარდიის ქვედანაყოფების შეყვანა 26 აპრილს სთხოვა. მიზეზად მან მერიის შენობასთან დემონსტრანტების კარვების ქალაქზე მომხდარი თავდასხმა დაასახელა. ამასთან, ოდესის გუბერნატორი არ გამორიცხავს, რომ 2 მაისს ოდესაში მომხდარი ტრაგედიის მეორე წლისთავთან დაკავშირებით ქალაქში ვითარება გამწვავდეს.




27 აპრილს ოდესის სასამართლომ, ქალაქის ხელისუფლების პროტესტის მიუხედავად, მაისის დღესასწაულებზე   დემონსტრაციების გამართვის ნებართვა გასცა. ოდესის საქალაქო საბჭო მაისის დასაწყისში  დემონსტრაციებისა და სხვა მშვიდობიანი აქციების გამართვის აკრძალვას ითხოვდა, მათ შორის 2014 წლის 2 მაისის ტრაგედიის დროს გარდაცვლილთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიებების.




2014 წლის 2 მაისს ოდესაში უკრაინის ახალი ხელისუფლების მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის შეტაკებასა და პროფკავშირების სახლში ხანძარს 48 ადამიანი ემსხვერპლა.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner