დაცვის თანამშრომელს, რომელმაც, გამოძიების მონაცემებით, რუსეთის ქალაქ კემეროვოში, სავაჭრო ცენტრში ხანძრის შესახებ შეტყობინების სისტემა გათიშა, შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
გამოძიება დაცვის კერძო კომპანიის ამ თანამშრომლის დაკავებაზე მუშაობს. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის მონაცემებით, ხანძრის შესახებ სიგნალის მიღების შემდეგ დაცვის თანამშრომელმა შეტყობინების სისტემა გამორთო. მისი მოტივი უცნობია.
კემეროვოში გუშინ მომხდარი ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 64-მდე გაიზარდა. გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულთა შორის 40-მდე ბავშვია.