logo_geo
eng_logo
დაცვის თანამშრომელს, რომელმაც კემეროვოში, ხანძრის შესახებ შეტყობინების სისტემა გათიშა, 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
- +

26 მარტი. 2018. 17:05

 

დაცვის თანამშრომელს, რომელმაც, გამოძიების მონაცემებით, რუსეთის ქალაქ კემეროვოში, სავაჭრო ცენტრში ხანძრის შესახებ შეტყობინების სისტემა გათიშა, შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.


გამოძიება დაცვის კერძო კომპანიის ამ თანამშრომლის დაკავებაზე მუშაობს. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის მონაცემებით, ხანძრის შესახებ სიგნალის მიღების შემდეგ დაცვის თანამშრომელმა შეტყობინების სისტემა გამორთო. მისი მოტივი უცნობია.


კემეროვოში გუშინ მომხდარი ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 64-მდე გაიზარდა. გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულთა შორის 40-მდე ბავშვია.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner