საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„2008 წლის აგვისტო. სააკაშვილებმა და ბოკერიებმა თაკარა მზეზე... სამარცხვინოდ დატოვეს ჩვენი მეომრების ცხედრები. რომ არა პატრიარქი და მამები, ბევრი ქართველი ჯარისკაცის სხეული კიდევ დიდხანს იქნებოდა დაუმარხავი. დღეს ეს უზნეო, სამარცხვინო ხალხი ბედავს, რომ სამძიმარი უთხრას ტატუნაშვილების ოჯახს და მეტიც, ამ ოჯახის დიდ ტრაგედიას და ქვეყნის ტრაგედიას მისი ვიწროპარტიული, ვირთხული მიზნებისთვის იყენებს. ხალხო, გამოფხიზლდით. ხმა აღიმაღლეთ. ესენი მთელ დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს დათმობენ", - წერს ინაშვილი.