სააგენტო „როიტერის" მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სირიის ქალაქ ალეპოში ალ-ქუდსის საავადმყოფოზე განხორციელებული ავიაიერიშის შედეგად 20 ადამიანი დაიღუპა. მათ შორისაა სამი ბავშვი და პედიატრი, რომელიც ქალაქში ამ დრომდე ერთადერთი ბავშვთა ექიმი იყო.
უფლებადამცველ ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ბოლო 6 დღის განმავლობაში ალეპოში 84 მოქალაქე დაიღუპა სამთავრობო ძალების მიერ, ხოლო 49 ადამიანი ამბოხებულების მიერ განხორციელებული იერიშების შედეგად.