logo_geo
eng_logo
სირიაში ავიაიერიშის შედეგად 20 ადამიანი დაიღუპა
- +

28 აპრილი. 2016. 13:39


სააგენტო „როიტერის" მიერ  გავრცელებული ინფორმაციით, სირიის ქალაქ ალეპოში ალ-ქუდსის საავადმყოფოზე განხორციელებული ავიაიერიშის შედეგად 20 ადამიანი დაიღუპა. მათ შორისაა სამი ბავშვი და პედიატრი, რომელიც ქალაქში ამ დრომდე ერთადერთი ბავშვთა ექიმი იყო.



უფლებადამცველ ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ბოლო 6 დღის განმავლობაში ალეპოში 84 მოქალაქე დაიღუპა სამთავრობო ძალების მიერ, ხოლო 49 ადამიანი ამბოხებულების მიერ განხორციელებული იერიშების შედეგად.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner