სერგეი სკრიპალის საქმეზე საპასუხოდ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, კანადამ და ევროპის ქვეყნებმა საერთო ჯამში 105 რუსი დიპლომატი გააძევეს. აღნიშნული გადაწყვეტილება დღეს მიიღეს.
აშშ ქვეყნიდან 60 რუს დიპლომატს გააძევებს, გერმანია - 4, უკრაინა - 13, პოლონეთი - 4, დანია - 2, საფრანგეთი - 4, ჩეხეთი - 3, ლატვია - 1, ესტონეთი - 1, ლიტვა - 3, იტალია - 2, კანადა - 4, ნიდერლანდები - 2, რუმინეთი -1, ფინეთი -1.
გარდა ამისა, ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ სიეტლში მდებარე რუსეთის საკონსულო დაიხურება.
შეგახსენებთ, რომ ГРУ-ს ყოფილი პოლკოვნიკი სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი ბრიტანეთში 4 მარტს მოწამლეს.